„არ მიმატოვო, დარჩი, სულ ჩემთან იყავი… ჩვენ ხომ ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ, რატომ მიშვებ? სად მიდიხარ“

18

„როგორ უყვარდა ფოტოების გადაღება, ასე მგონია ხვალ დილით ადრე მოვა და გამაღვიძებს… “ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დინა ნაწიფაშვილი წერს და გარდაცვლილ მარი ომანაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

33 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილ მარი ომანაშვილს, რომელიც საზოგადოებამ სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ გამოქვეყნებული ვიდეოებიდან გაიცნო, დინა ნაწიფაშვილი ემოციურად ემშვიდობება.

„როგორ უყვარდა ფოტოების გადაღება, ასე მგონია ხვალ დილით ადრე მოვა და გამაღვიძებს…

მოდი გთხოვ ჩემთან, ხომ გიყვარვარ, არ მიმატოვო, დარჩი სულ ჩემთან იყავი…

ჩვენ ხომ ვერ ვძლებდით უერთმანეთოდ რატომ მიშვებ? სად მიდიხარ?

სულ არ გეცოდები… როცა ცუდად ვიყავი, როგორ ტიროდი

ოხ რა ვქნა არ ვიცი“- წერს დინა წიფაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პოპულარული, ცნობილი ტიკტოკერი, თელაველი მარი – ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.