დიზაინერი, ვიქტორია ბეკჰემი, “ინსტაგრამ” გვერდზე ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანის ფოტოებს აქვეყნებს.
მატილდა გვარლიან მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში კარგად იცნობენ, ის უდავოდ არის ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი. მიმდინარე პარიზის მოდის კვირეული კი მატილდასთვის განსაკუთრებული იყო, რადგან სხვა ბრენდებთან ერთად გამოვიდა schiaparelli-ს ჩვენებაზე. ეს ბრენდი როგორც წესი მხოლოდ ვარსკვლავ მოდელებს ირჩევს. მატილდასთან ერთად პოდიუმზე ვიხილეთ ადრიანა ლიმა, ვიტორია ჩერეტი, ირინა შეიკი და სხვები