“იმდენი გვეძახეთ დები ხართ, დები ხართო, აგერ „დეენემის“ ტესტიც გაიკეთა”

53

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნანუკა გულუამ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ ეძებს ძმას, რომელიც 1974-1976 წლებში დაიბადა და ხობში გააშვილეს.

ჟურნალისტი და პროექტ “ვეძებ” დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში ნანუკა გულუასთან ერთად ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს თუ როგორ იკეთებს ნანუკა დნმ-ის ტესტს. “და აი ეს დღეც დადგა! იმდენი გვეძახეთ დები ხართ, დები ხართო, აგერ „დეენემის“ ტესტიც გაიკეთა. ნანუკა ნახევარძმას ეძებს, 1974-76 წლებში დაბადებულს და ხობში გაშვილებულს, ხოდა ვნახოთ, იქნებ დას პოულობს” – წერს თამუნა მუსერიძე.

“გევედრებით, თუ ვინმეს ეჭვი გაქვთ, რომ ხართ არაბიოლოგიურ მშობლებთან და ეძებთ დას და ძმას გთხოვთ გაიკეთეთ ტესტი” – დასძენს ნანუკა.