“ჩემი ყურით მომისმენია, როგორ ქილიკობენ ახალგაზრდები ხანში შესულ ადამიანებზე, ბევრ ახალგაზრდას ავიწყდება რომ თვითონაც შევლენ ასაკში”

73

მანანა თოდაძე ასაკის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და აღნიშნავს:

„ბევრჯერ ჩემი ყურით მომისმენია, როგორ ქილიკობენ ახალგაზრდები ხანში შესულ ადამიანებზე. ბევრ ახალგაზრდას ავიწყდება, რომ თვითონაც შევლენ ასაკში და იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, თუ არა უარესში…“

მომღერალი საუბრობს იმის შესახებაც, თუ როგორ უვლის თავს:

„მარტო გენეტიკა ვერ გიშველის, თუ არ მოუარე თავს. კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ისევე, როგორც ძილს. კარგად თუ ვერ გამოვიძინე, თავს სრულყოფილად ვერ ვგრძნობ. წელიწადში ორჯერ მაინც ვიკეთებ მასაჟებს და როცა ვახერხებ, დავდივარ საცურაო აუზზე. დიეტის წინააღმდეგი ვარ. აწვალო საკუთარი ორგანიზმი? არავითარ შემთხვევაში. ფორმაში ყოფნისთვის სასურველია ცურვა…“