თამუნა მუსერიძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს უარყოფითი კომენტარებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ამბავი. მე მესმის, რომ ყველას გინდათ, რაღაცით მხარდაჭერა გამოხატოთ. იქნება ეს კომენტარის, თუ სტატუსის დაწერა, მაგრამ მე თავიდანვე ვითხოვე, რომ უარყოფითი კომენტარებისგან თავი შეგეკავებინათ. სასტიკად ვგმობ სხვის ლანძღვას და სოციალურ გვერდზე შევარდნას. ჩვენ ყველა ღმერთის წინაშე ვაგებთ პასუხს, დამატება საჭირო აღარ არის. აქვე დავამატებ, ნუ მოიხსენიებთ ცუდ კონტექსტში ჯიხაშკარს, ბოლოს და ბოლოს მეც იქიდან აღმოვჩნდი. ფაქტი მივიღოთ ფაქტად, ცხოვრება გრძელდება“, – წერს თამუნა მუსერიძე ფეისბუქში.