“40 დღე გავიდა… ეს ის გემია, რომ აღარ მოცურდება, მაგრამ ჩვენ მოვალთ”

66

მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.

სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს:

„40 დღე გავიდა… არ ვიცი რომელი დღე რას ნიშნავს, არც მაინტერესებს… მარტო ის ვიცი, რომ როგორც პორტიდან გასული გემი… შენ ჰორიზონტს ცდები და ჩვენ ვდგავართ ნაპირთან და ეს ის გემია, რომ აღარ მოცურდება… მაგრამ ჩვენ მოვალთ… მოვალთ აბა სად წავალთ?! ასე თუ გაქრება, ასე თუ მორჩება ეს ყველაფერი, უაზრობა ყოფილა…ზუსტად ისეთი დიდი ტკივილი ხარ, რამდენადაც დიდი იყავი… ტანად არა! გულად, სულად… და ცხვირად!. ბერიკიტო… უხ! გრძელდება ბიჭო ცხოვრება…ცოტა უშენოდ და ცოტა შენით… დებილობაა რა ! დიდი სუფრაა, შენი ორმოცი, შენ გგლოვობთ სერიოზული სახეებით და აქ უნდა იყო ! როგორ დაგვცინებდი?!“, – წერს სანდრო ელოშვილი.