new_year

ფრიდონ სულაბერიძეს მოცეკვავეებმა და მომღერლებმა სიურპრიზი მოუწყვეს

73

ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე იუბილარია. ქართული ხალხური ცეკვების უბადლო შემსრულებელს, საქართველოს სახალხო არტისტს 83 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავში“ ჩვეული რეპეტიციის ნაცვლად, მრავალი ჯილდოს მფლობელ, ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფ ფრიდონ სულაბერიძეს მოცეკვავეებმა და მომღერლებმა სიურპრიზი მოუწყვეს – დაბადების დღე მრავალჟამიერით, ცეკვით, ფოიერვერკებით, საიუბილეო ტორტით და კეთილი სურვილებით მიულოცეს​.