კახა ბენდუქიძის შვილი, ანასტასია ბენდუქიძე, რომელიც ფართო აუდიტორიამ ერთ-ერთი კულინარიული შოუდან, ჟიურის წევრის სტატუსით გაიცნო, ახლახან მეორე შვილის დედა გახდა, მან გოგონას ლიანა დაარქვა.
პატარა ლიანას ფოტოებს ანასტასია სოციალური ქსელის გამომწერებს ხშირად უზიარებს, ამჯერად კი ის „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ის შვილებთან ერთად გადაღებულ, ყოველდღიურობის ამსახველ კადრებს აქვეყნებს.
„როგორ გავიდა ეს 2 კვირა? არ მახსოვს ჩემი ცხოვრება ამ დარიჩინის ფუნთუშას გარეშე“, – წერს ანასტასია.