“ვიგრძენი არაამქვეყნიური შხამის გემო რომ გავანათე…” – რას ჰყვება მაია კაჭკაჭიშვილი?

34

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“გუშინ ძილში ავდექი, ავიღე შოკოლადი (ეგრე ვდგები შაქარი მივარდება) და დავწექი ისევ, თვალდახუჭული მივირთმევდი ამ შოკოლადს, ჰოდა, გულზე ვიგრძენი რომ რაღაც დამივარდა, რა თქმა უნდა შოკოლადი მეგონა ავიღე და ეგეც მივირთვი და ვიგრძენი არაამქვეყნიურო შხამის გემო რომ გავანათე დიდი მწვანე ფაროსანა იყო ხალხნო, რაც მთელი ცხოვრებაა მძაგს და მაყრის ზიზღისგან საკუთარი ხელით მივირთვი. მიშველეთ ვიღაცამ, ვერ ვივიწყებ” – წერს მაია კაჭკაჭიშვილი