“ჩემს შვილს ძალიან კარგი სმენა და ხმა აქვს, მაგრამ სიმღერას ფეხბურთი ურჩევნია“

48

სოფო ბედია „დღის პოსტის“ ეთერში საუბრობს თავის მუსიკალურ სტუდიასა და ოჯახური ცხოვრების შესახებ.

„ჩემს სტუდიაში მოზრდილებსაც შეუძლიათ მოსვლა. მთავარი არის სმენა. ყოფილან მოსწავლეები, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ კარგი სმენით, მაგრამ მონდომებით, ჩვენს სტუდიაში მუშაობით უსწავლიათ სიმღერა. მთავარი არის დიდი სიყვარული, მონდომება და დიდი შრომა… რასაკვირველია, ნიჭი, რომელიც უნდა განავითარონ სოფო და კაკი მასწავლებლებმა.

მიშა რამდენად არის ჩართული შენს საქმიანობაში?

მიშა რომ მე ვოკალურ რჩევებს მომცემს (იცინის). როცა გადაღება ან რამე სხვა გვჭირდება, აუცილებლად გვეხმარება.

შენს შვილებზე მოგვიყევი…

ანდრიას ძალიან კარგი სმენა და ხმა აქვს, მაგრამ უფრო მეტად არის გატაცებული ფეხბურთით და ცეკვით. მისი მოთხოვნა იყო, რომ მურო გაგოშიძესთან შეგვეყვანა და ფანტასტიკურად ცეკვავს. მუროს ილეთებს თავისი ინტერპრეტაციით აკეთებდა. ნიკუშა კეთილი და ზრდილობიანი ბავშვია… მადლობა ღმერთს ამისთვის…