სილვესტერ სტალონეს ახალ ფილმში ზაზა ხუციშვილის მუსიკა აჟღერდება

56

სილვესტერ სტალონეს ახალ ფილმში ზაზა ხუციშვილის მუსიკა აჟღერდება. სასიამოვნო სიახლეს საზოგადოებას მალხაზ ასლამაზიშვილი აცნობს.

მისი თქმით, ქართველი მუსიკოსის, ზაზა ხუციშვილის სიმღერა „უღრუბლო ცას“ გაჟღერებული იქნება ფილმში „ალარუმი“, რომელშიც მთავარ როლს ცნობილი მსახიობი, სილვესტერ სტალონე თამაშობს.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰოლივუდის ასეთი დიდი მასშტაბის პროექტში გაჟღერდება ქართული სიმღერა…“,-  აღნიშნულია გამოქვეყნებულ პოსტში.