“არასდროს იდარდო რას იტყვის ხალხი, შენ შენი ცხოვრება გაქვს და შენზე უკეთ არავინ იცის, რა დროს რა გჭირდება”

41

მამა პეტრე კოლხი, სოციალური ქსელის საშუალებით, მოქალაქეებს რჩევებით ხშირად მიმართავს.

პეტრე კოლხი „ფეისბუკში“ მორიგ სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას ურჩევს, საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ და არასდროს იდარდონ იმაზე, თუ რას იტყვის ხალხი.

„არასდროს იდარდო, „რას იტყვის ხალხი“, შენ შენი ცხოვრება გაქვს და შენზე უკეთ არავინ იცის, რა დროს რა გჭირდება. ხალხმა მხოლოდ ის იცის, რაც მას სურს, იცოდეს. რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს და მალე მექანიკურ თოჯინად გადაიქცევი, რომელიც ისე დაასრულებს არსებობას, საკუთარი როლი გამოუყენებელი დარჩება…

„ხალხი“ არასდროს ცხოვრობს საკუთარი ცხოვრებით, მისთვის სხვების აზრია მთავარი და სხვასაც იგივეს აიძულებს…

ნუ იქნები ხალხი, იყავი საკუთარი თავი და არასდროს დაინტერესდე მეტად მოეწონებით, თუ ნაკლებად…

მთავარია შენ რა მოგწონს!..“ – წერს მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.