“ძალიან ვეჩხუბე ჩემს შვილებს, რადგან გაჩნდა ეს კითხვა, ეს არის მათი ბრალი“

61

ტელეწამყვანი თათია შარანგია გამომწერების კითხვებს პასუხობს.

ერთ-ერთი თემა, რომლითაც მისი მიმდევრები დაინტერესდნენ, არის სად არიან და რას საქმიანობენ ტელეწამყვანის უფროსი შვილები.

„ამ კითხვას პირველ რიგში ვუპასუხებ, იმიტომ რომ ძალიან ვეჩხუბე ჩემ შვილებს. რადგან ეს კითხვა გაჩნდა, მათი ბრალია. კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რომ ავტვირთო მათი ფოტოები, მე კი მათი ნებართვის გარეშე, ამას არ ვაკეთებ. ეს მათი ასაკიდან გამომდინარე ნორმალურია. ცხოვრობენ ჩემთან და სწავლობენ სკოლაში, როგორც ყველა ნორმალური ბავშვი“, – ამბობს თათია შარანგია.