“4 წელია ჩემი “ჩხინკობის“ პერიოდის სამოსი არ გამაქვს გარდერობიდან იმედით, რომ მალე დავბრუნდები… დღეს უნდა გამოვზიდო და გაჩუქოთ“

45

ტელეწამყვანი და მსახიობი ნანუკა გულუა მესამე ბავშვს ელოდება. ნანუკა სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ სამოსის გაჩუქებას გეგმავს, რომელსაც ოთხი წელია გარდერობში იმ იმედით ინახავს, რომ ძველ წონას მალე დაუბრუნდება.

„ყველაზე მეტად მეშინია, ამ წონას არ შევეგუო, სამოსიც ამ წონაზე მოვირგე უკვე და 4 წელია ჩემი „ჩხინკობის“ პერიოდის სამოსი არ გამაქვს გარდერობიდან იმედით, რომ მალე დავბრუნდები. დღეს უნდა გამოვზიდო, ვეღარ ვატევ უკვე 3 xl სამოსთან და უნდა გაჩუქოთ! სიკეთე ყოველთვის მეხმარება ჩემს ყველა მიზანთან მისასვლელად ❤️სთორებში დავდებ ცოტა ხანში!“ – წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.

ნანუკას სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

„ნუ დაგწყდება გული ნანუ, გააჩუქე და უფრო ლამაზ-ლამაზებს იყიდი, როცა დრო მოვა და ისევ დაუბრუნდები ძველ წონას“,

„იმხელა პოზიტივი მოდის შენგან, ყველა წონაზე არაჩვეულებრივად გამოიყურები, მიორქ“, – წერენ სოციალურ ქსელში.

 

View this post on Instagram

A post shared by Nanuka Gulua (@nanukagulua)