ცისანა სეფიაშვილის ქმარს 9 თვეში 23 ოპერაცია დასჭირდა

31

ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ იმ რთულ პერიოდზე საუბრობს, რომელიც მეუღლის ოთო გიორგობიანის ჯანმრთელობის პრობლემის გამო ბოლო 9 თვეში გამოიარა. როგორც ის აღნიშნავს, მისმა მეორე ნახევარმა ფეხის რთული მოტეხილობა მიიღო:

„ამ 9 თვის განმავლობაში 23 ოპერაცია დასჭირდა. ჯერ ვიბრძოლეთ მის გადასარჩენად, მერე ფეხის გადასარჩენად. ჩვენი რწმენით, ერთმანეთის გვერდში დგომით, უამრავი ადამიანის დახმარებითა და სიკეთით, შევძელით ამ ურთულესი პერიოდის გავლა. მადლობა ღმერთს, ეს განსაცდელიც გავიარეთ.

ეს ტრავმა სრულიად შემთხვევითობის ბრალი იყო და ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო არც ასეთი მოტეხილობა და არც ასეთი განვითარება არ უნდა მოჰყოლოდა. მადლობა ყველას, პირველ რიგში, ექიმებს, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ და იბრძოდნენ ბოლომდე, ჩვენ ერთი წუთითაც არ დაგვიკარგავს იმედი. რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.

ყველა განსაცდელი კიდევ უფრო აძლიერებდა ჩვენს სიყვარულს და კიდევ უფრო გაგვაძლიერა….

სირთულეები უკან ჩამოვიტოვეთ, სრულად გამოჯანმრთელებისთვის კი გარკვეული პერიოდი მაინც არის დარჩენილი…“

სრულ ინტერვიუს წაიკითხავთ დღევანდელ ჟურნალ „სარკეში“.