თემურ უგულავას მოდელი მეუღლე ნიუ იორკში მე-19 საუკუნის საცხოვრებელს გვათვალიერებინებს

86

ქართველი ბიზნესმენის, თემურ უგულავას მეუღლე, მოდელი და მსახიობი ნინი ნებიერიძე ნიუ იორკში ცხოვრობს თავის შვილებთან ერთად.

გვერდი thesocialitefamily „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს ტურს ნინის ულამაზეს საცხოვრებელში, რომელიც, როგორც თავად ვიდეოს გმირი ჰყვება, სახელოვნებო სივრცეა და არტისტებისთვის კარი მუდამ ღიაა. ეს არის ბრუკლინში მდებარე ძველი შენობა, საინტერესო ინტერიერით, რომელიც მე-19 საუკუნეშია აგებული და ვიქტორიანულ სტილშია გადაწყვეტილი. როგორც ნინი აღნიშნავს, ეს სახლი ძალიან კომფორტული და მყუდროა.

გვერდი ასევე გვიზიარებს ფოტოებს, სადაც ნინის შვილებიც ჩანან.

თემურ უგულავასა და ნინი ნებიერიძეს ორი შვილი ჰყავთ.

თემური და ნინი ამჟამად ნიუ იორკში ერთად იმყოფებიან.