“გელას მხარზე თავს დავადებ და რომ მომეფერება ყველანაირი დაძაბულობა შიში ღელვა მეხსნება“

88

კომპოზიტორი და მომღერალი ანუკი ცქვიტინიძე ჟურნალ „გზის“ კითხვებს პასუხობს.

როდესაც დაძაბული პერიოდი აქვს, ყველაზე მეტად მეუღლის, გელა დონაძის გვერდში დგომა ამშვიდებს:

გელას მხარზე თავს დავადებ და რომ მომეფერება, უკვე ყველანაირი დაძაბულობა, შიში, ღელვა მეხსნება. გელა ჩემი დიდი იმედი, ძალა და საყრდენია ცხოვრებაში.

პირველად რომ შემიყვარდა…

ნამდვილი და ძალიან, ძალიან ძლიერი პირველი სიყვარული გელას უკავშირდება. რა თქმა უნდა, მანამდე პატარა გატაცებები მქონდა, მაგრამ სიყვარული მხოლოდ გელასთან მაკავშირებს და იმედია,ე ს სიყვარული არა მხოლოდ პირველი, არამედ უკანასკნელიც იქნება…