ლოლა წერეთელს ამერიკის მოქალაქეობის მიღება სურს: „ახალგაზრდებს უფრო აქვთ კარიერული შანსი, ვიდრე ხანდაზმულ ადამიანს“

63

ლოლა წერეთელი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამერიკაში ხშირად ჩადის…

ქალბატონო ლოლა, ძალიან ხშირად ხართ ამერიკაში. მუდმივ საცხოვრებლად ხომ არ აირჩიეთ ეს ქვეყანა?

მუდმივად არ ვცხოვრობ. 10 წელია, ჩავდივარ და ჩამოვდივარ, ახლა ვცდილობ, ამერიკის მოქალაქეობის საბუთები მივიღო.

გინდათ, ამერიკაში დარჩეთ?

არა, არსად მინდა დარჩენა, მე თბილისელი ვარ და ჩემი მშობლიური ქალაქი ძალიან მიყვარს.

როგორ ეგუებით ამერიკულ რიტმს, ცხოვრების სტილს, რამდენად ახლოსაა თქვენს ბუნებასთან?

ამერიკა ძალიან მაგარი ქვეყანაა, მაგრამ ჩემი არ არის. ამერიკაში ძალიან საინტერესო ცხოვრებაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უფრო ახალგაზრდებს მოუხდებათ. ამერიკაში საცხოვრებლად რომ მიდიხარ, ახალგაზრდა უნდა წახვიდე, რომ აისრულო ის ოცნებები, რაც გაქვს. აქ ახალგაზრდებს უფრო აქვთ კარიერული შანსი, ვიდრე ხანდაზმულ ადამიანს. 59 წლის ვარ და ახლა რა უნდა გავაკეთო? ჩემთვის ამ ეტაპზე არაფერს აქვს მნიშვნელობა, რადგან არც ვაპირებ რაღაც მნიშვნელოვნის გაკეთებას. მინდა, მივიღო საბუთები, რომ აქ ჩამოსვლა შევძლო, როცა მომინდება…