ფილადელფიაში 100 წლის კაცმა და 102 წლის ქალმა იქორწინეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯით ისინი მსოფლიოში ყველაზე უხუცესი ცოლ-ქმარი გახდნენ.
როგორც უცხოური მედია ავრცელებს, ლიტმანმა და ფიტერმანმა ერთმანეთი კოსტიუმების წვეულებაზე გაიცნეს. მოგვიანებით კი აღმოაჩინეს, რომ ისინი პენსილვანიის უნივერსიტეტში ერთსა და იმავე დროს სწავლობდნენ, თუმცა იმ დროს ერთმანეთს არ შეხვედრილან.