new_year

“მამაჩემის ძმაკაცია ლუკა. უზომოდ გვიყვარს ერთმანეთი” – ვინ არის ლუკა კურტანიძის რჩეული, რომელთანაც ის დაქორწინებას გეგმავს

118

მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ექ­სპარ­ლა­მენ­ტა­რი – ეს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნის ლუკა კურ­ტა­ნი­ძე რე­გა­ლი­ე­ბია. ბოლო წლებ­ში სპორ­ტსმე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­გან შორს იჭერ­და თავს 2023 წელს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და რომ თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე ბორ­ჯო­მის მო­ნას­ტერ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ოქ­ტომ­ბერ­ში ლუკა კურ­ტა­ნი­ძე ვე­ტე­რა­ნებს შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ინ­ფორ­მა­ცია მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კურ­ტა­ნი­ძემ სთო­რი­ში ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორ გა­ვარ­კვი­ეთ, გო­გო­ნა ფიტ­ნეს-ტრე­ნე­რი სო­ფია ფიტი, იგი­ვე სო­ფია მე­ფა­რიშ­ვი­ლია.წყა­რომ გვი­თხრა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი და­ქორ­წი­ნე­ბა­საც აპი­რებს და სო­ფი­ამ ლუკა უკვე გა­აც­ნო დე­დას და დებს.

სო­ფია მე­ფა­რიშ­ვილს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დით. ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლუკა კურ­ტა­ნი­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო დაგ­ვი­დას­ტუ­რა

– სო­ფია, მარ­თა­ლია, რომ ლუკა კურ­ტა­ნი­ძე თქვენ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია?

– დიახ, ჩემ­ზე უზო­მოდ არის ლუკა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს ლუკა კურ­ტა­ნი­ძე. ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ. თქვენ­თვის მეტი არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია. დიდი ბო­დი­ში, სიყ­ვა­რუ­ლით, სო­ფია ფიტი.

– სო­ფია, თქვენ ფიტ­ნეს ტრე­ნე­რი ხართ?

– დიახ, არა­ერ­თი მედ­ლის მფლო­ბე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრე­ნე­რი გახ­ლა­ვართ.

– რო­გორ შეხ­ვდა თქვე­ნი ოჯა­ხი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ლუ­კას გა­მო­ჩე­ნას?

– მე რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც მი­ვი­ღებ, ეგ არის კა­ნო­ნი ჩემს სახ­ლშიც

წყარო: კვირის პალიტრა