“ რეალურად კი ყველას ერთი გვინდა, ვცხოვრობდეთ გაერთიანებულ მშვიდ საქართველოში”

74

მოცეკვავე ნათია ბაკურაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”ქართველი ხალხი ძალიან ემოციური
ერი ვართ, და ამ დაუოკებელი ემოციების გამო ბევრ შეცდომას ვუშვებთ, რეალურად კი ყველას ერთი გვინდა, ვცხოვრობდეთ გაერთიანებულ მშვიდ საქართველოში სადაც არც ომის დაწყების შიში გაქვს და არც მეგობრის, რომელიც განსხვავებული აზრის გამო შეურაწყოფას მოგაყენებს და სარკაზმით მოგიხსენიებს,
ქართველი ხალხის არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა! ამ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. 🇬🇪 🇪🇺
ყველაფერი ჩაივლის, დაჭერილ ახალგაზრდებსაც გამოუშვებენ, დამწვარი იარებიც მოშუშდება,ევროპელობის ოფიციალურ სტატუსსაც მივიღებთ და ნაძვისხესაც ავანთებთ.წყენა და ღალატი კი დარჩება.”