“შენს დაკაცებას მომასწრებს მე ღვთისმშობელიო…“ – როგორ უმღერის გიორგი ძოწენიძე ახალშობილს (ვიდეო)

324

„ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე მამა უკვე მეორედ ცოტა ხნის წინ გახდა – მას და მის მეუღლეს მია მაჩაბელს ბიჭი შეეძინათ.

ახალშობილს ანდრია დაარქვეს. მომღერლის მეუღლე ამჯერად ოჯახურ კადრებს გვიზიარებს, სადაც გიორგი ძოწენიძე შვილს იავნანას უმღერის. კადრებმა საზოგადოების თბილი კომენტარებიც დაიმსახურა:

„გაგიზარდოთ უფალმა სასახელო“, „ჯანმრთელები და ბედნიერები იყავით“, „ულამაზესი ოჯახი და საყვარელი მამა-შვილი“, – წერენ კომენტარებში.

@mia.mmachabeli

@Dzotsenidze Giorgi 💛

♬ original sound – MiaMach