„არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში არ ვიღებ მონაწილეობას…ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ“

18

ნინი ბადურაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საახალწლო კონცერტში მონაწილეობას მიიღებს სიცრუეს უწოდებს.

მომღერლის თქმით, სანამ მედიები ინფორმაციას გაავრცელებენ, ჯერ უნდა გადაამოწმონ.

„არც ერთ საახალწლო ღონისძიებაში არ ვიღებ მონაწილეობას. ცრუ ინფორმაციას ნუ ავრცელებთ. ყველა კონცერტი გაუქმებულია. ბოლო ინფორმაცია რაც დაიდო არის სიცრუე და მედიებს გთხოვთ, სანამ ინფორმაციას დადებთ, დარეკეთ და გადაამოწმეთ“, – წერს ბადურაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ამბავი მედიაში „ნეტგაზეთმა“ და „მთავარმა არხმა“ გაავრცელეს.