პოლიტიკოსი რატი სამყურაშვილი, რომელიც 4 წლის წინ, 2020 წლის 6 აპრილს გარდაიცვალა, დღეს 47 წლის გახდებოდა.
რატი სამყურაშვილის მეუღლე, მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე მას ემოციურ სტატუსს უძღვნის.
„რატი მეხუთედ გახდა 42-ის, მისი ასაკი აღარ იძვრის, დავეწიე და გავუსწარი, წელს მასზე უფროსი ვარ.
სულ ჩვენთანაა, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ერთად მივდი-მოვდივართ. მაგრამ ჩვენ უფრო ჩვენთან გვინდოდა, ბევრად უფრო ჩვენთან“, – წერს ეკატერინე ტოგონიძე სოციალურ ქსელში.