“ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულე, ძალიან ბედნიერი ვარ, გნახავთ აუცილებლად ემიგრანტებო“

56

 მოდელი და TamoSkin-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე მის გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს. ვიდეომიმართვაში, რომელსაც მოდელი „ტიკ ტოკ“ გვერდზე ავრცელებს, ამბობს რომ ბავშვობის ოცნება აიხდინა და ამერიკის ვიზა მიიღო.

„ჩემი ბავშვობის ოცნება ავისრულე, ამერიკის ვიზა ავიღე, ძალიან ვნერვიულობდი… მინდა თებერვალში ნიუ-იორკის Fashion week-ს დავესწრო…

ძალიან დიდი რიგი იყო [საელჩოში]

როგორც მირჩიეს, აუცილებელია ყველაფერი სიმართლე ვთქვათ. კონკრეტული პასუხები უნდა გავცეთ და გქონდეთ თვითდაჯერებულობა

ცდილობს, კრიტიკას და განსაკუთრებით, ნეგატიურ კომენტარებს ნაკლებად მოუსმინოს და თავისი მიზნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მშვიდად იაროს.

ჩემს შემთხვევაში ისეთი არაფერი უკითხავთ, მხოლოდ და მხოლოდ კომპანიაზე და ქონებაზე მკითხეს, კითხვაზე რატომ მიდიხარ, ვუთხარი რომ მოგზაურობა ხომ მინდა, მაგრამ კონკრეტულად მოდის კვირეულს მინდა დავესწროთქო… ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, გნახავთ აუცილებლად ემიგრანტებო“