მწერალი გიორგი კეკელიძე და მარიამ სოსელია პირველ შვილს ელოდებიან – წყვილი გერმანიიდან კადრებს აზიარებს
მწერალმა გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე, მარიამ სოსელია შვილს ელოდებიან.
ამჟამად გიორგი და მისი ფეხმძიმე მეუღლე გერმანიასა და ჰოლანდიაში იმყოფებიან საქმიანი ვიზიტით – გიორგი, როგორც მწერალი და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი, ლექციებს კითხულობს და ქართული ბიბლიოთეკისა თუ სამკითხველოს გახსნას ესწრება.
„გერმანიაში, ქალაქ კელნში წავიკითხე ლექცია – “მოძრაობა, თავისუფლება, დამოუკიდებლობა”.
მადლობა მოსულ სტუმრებს, მათ შორის, განსაკუთრებით მათ, ვინც ასობით კილომეტრი გამოიარა.
გუშინ კალრსრუეში ქართული ბიბლიოთეკა გავხსენით, დღეს კელნის სათვისტომოს შევხვდებით და ხვალ ამსტერდამში მოვაწყობთ ქართულ სამკითხველოს”. – წერს გიორგი კეკელიძე.