new_year

მარიამ ელიეშვილი გამომწერებს მეუღლესთან ერთად გადაღებულ ამერიკული საახალწლო დღეების კადრებს უზიარებს

118

მომღერალი მარიამ ელიეშვილი უკვე რამდენიმე თვეა, რაც საცხოვრებლად მეუღლესთან, აშშ-ში გადავიდა.

მომღერლისა და ბიზნესმენ გიორგი მჭედლიშვილის გრანდიოზულმა ქორწილმა, რომელიც ფილადელფიაში გაიმართა, საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.

ამჯერად, მომღერალი სოციალური ქსელის გამომწერებს, მეუღლესთან ერთად გადაღებულ, ამერიკული საახალწლო დღეების კადრებს უზიარებს და მათ ახალ წელს ულოცავს.

„ბედნიერების და ყოველივე საუკეთესოს მომტანი წელი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის“, – წერს მარიამ ელიეშვილი „ინსტაგრამზე“.