ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, ქეთი მითაიშვილი გადაცემაში „ნოესთან“ ჰყვება, თუ როგორი რთული იყო ემიგრაციის წლები.
„პიროვნულად არასოდეს ჩამითვლია, რომ ვიღაცაზე რაღაცით უკეთესი ვიყავი, ჩემს თავს ამას შთავაგონებდი, ცხოვრებამ ის მარგუნა, რომ გამორჩეულად ცნობადი ვყოფილიყავი. იმ პერიოდში ყველა გვიცნობდა, მაგრამ მე არ ვთვლიდი, რომ ვიღაცაზე რაღაცით მეტი ვიყავი.
ძალიან გამიჭირდა, არ იყო ადვილი ეს გადაწყვეტილება (ემიგრაციაში წასვლა), მაგრამ როდესაც გყავს შვილები თან გარდატეხის ასაკში და რომ დავინახე, რომ არ იყო არანაირი გამოსავალი გარდა წასვლისა…
ურთულესი იყო ემიგრაციის პირველი დღეები, ნათესავი დამხვდა, ოთხი თვე უმუშევარი ვიყავი, მამაც ამ დროს გარდამეცვალა, ვერ ჩამოვედი, ვერ დავასაფლავე, ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი ამ დროს დაიჭირეს ჩემი შვილი…“ – ამბობს ქეთი მითაიშვილი.