მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ე ღონისძიების მთავარ ბრძოლაში დაამარცხა შონ ო’მალი და სუპერმსუბუქი დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“11 წლის წინ მე წავაგე ჩემი დებიუტი პროფესიონალებს შორის მაგრამ მიზნისკენ სვლა არ შემიწყვეტია.
ახლა კი წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები მაქვს.
მთავარია შრომა და ყველაფერი გამოვა“, – წერს მერაბ დვალიშვილი.