new_year

“ყველას შეიძლება, რაღაც წამლის მიღება დასჭირდეს და მეც დამჭირდა ჰორმონული წამლის მიღება”

57

ტელეწამყვანი თაკო კორინთელი რამდენიმე დღის წინ სრულიად ახალი იმიჯით, თმაგადაპარსული მოგვევლინა და უცებ მოექცა ყურადღების ცენტრში. ახალი სტილი ძალიან მოიხდინა, უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა და რაც მთავარია, ოცნება აიხდინა.

თაკო კორინთელი: ეს გადაწყვეტილება ძალიან მარტივად მივიღე. სიმართლე რომ გითხრა, მთელი ცხოვრება, 32 წლის განმავლობაში, უშველებელი, ხუჭუჭა თმით დავდივარ და ამიტომაც იყო ყველასთვის მოულოდნელი თმა რომ გადავიპარსე. სხვებისთვის კი არა, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი გადაწყვეტილებაა. ვაღიარებ, ყოველთვის ძალიან მინდოდა, თავი გადამეპარსა, მაგრამ ვერ ვბედავდი, მიჭირდა ამხელა თმის გამეტება. გარშემო მყოფებიც სულ მეუბნებოდნენ, არ გაბედო, ერთი ქალის ფასი თმა გაქვს და არ შეიჭრაო. განა მე არ მიყვარს ჩემი თმა, პირიქით, ძალიან მიყვარს, ამიტომ, სურვილის მიუხედავად, აქამდე ვერ გავბედე ამ ნაბიჯის გადადგმა.

ბოლო პერიოდში, ისიც ყველამ შეამჩნია, რომ წონაში მოვიმატე. შეამჩნიეს და თან გადამაყოლეს, რამ გაასუქა ასეო (იცინის). ყველას შეიძლება, რაღაც წამლის მიღება დასჭირდეს და მეც დამჭირდა ჰორმონული წამლის მიღება. ჰორმონები რომ ასუქებს, ყველამ კარგად ვიცით და სანამ ამ წამალს ვიღებდი, დიდი წონის ვიყავი. ახლა, ნელ-ნელა კლებისკენ მივდივარ, მაგრამ ამ წამლებისგან რომ გავსუქდი, არავის გამოჰპარვია (იცინის). რატომაც არა, ჩემი აზრით, პუტკუნა უფრო საყვარელი ვიყავი, ვიდრე გამხდარი (იცინის).