new_year

ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემთვის არის ის რომ დავრჩი ისეთ ადამიანად როგორიც ვიყავი“

83

მომღერალი ნუცა ბუზალაძე მის გარშემო არსებულ აჟიოტაჟს „დღის პოსტის“ ეთერში გამოეხმაურა:

მე ვარ ძალიან თავისუფალი ადამიანი. ასე მგონია – მაშინ დამარცხდები ადამიანი, როცა მათ დაემსგავსები. ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემი არის ის, რომ დავრჩი ისეთ ადამიანად, როგორიც ვიყავი.

ჩემთვის, როგორც არტისტისთვის, ნამდვილად ძალიან გულსატკენია, როცა ჩემს ხალხს გახლეჩილს ვუყურებ. ჩემი აზრით, არტისტის მოვალეობაა, რომ პირიქით, ყოველთვის ერთიანობისკენ და სიყვარულისკენ მოუწოდოს ხალხს.

ძალიან პრინციპული ადამიანი ვარ და სულ რომ მილიარდი ადამიანი დამიდგეს წინ, მე თუ მაქვს აზრი, ან მიზანი, თუ კონკრეტულ აზრზე ვარ და ეს სამართლიანად და სწორად მიმაჩნია, არასდროს ვყვები ხოლმე ტრენდებს. 

ჩემი თაობის ბევრი ადამიანი ჩემნაირად აზროვნებს, უბრალოდ, არ ვხმაურობთ. ადამიანებს, რომლებსაც მართლა რამის კეთება შეუძლიათ, ხმაური არ უყვართ. ჩუმად, მშვიდად აკეთებენ ყველაფერს და ამაშიც არის სიძლიერე“, – თქვა მომღერალმა.

ცნობისთვის, ახალი წლის დღეებში, ბათუმში, ნუცა ბუზალაძის კონცერტი გაიმართა, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ.

„სირცხვილო!“ – ისმოდა შეძახილები აქციის წევრების მხრიდან, რასაც სცენიდან გამოეხმაურა ნუცა ბუზალაძე:

„ყოჩაღ, ძაან მომწონს თქვენი გამოსვლა. ბრავო ამისთვის. „სირცხვილოს“ თუ ეძახით იმ ადამიანს, ვინც ბავშვობიდან თქვენს სახელს წარმოადგენს, თან ძალიან მაგრად, სირცხვილო თქვენ. თუ გგონიათ, რომ ამით ჩემს კონცერტს დღეს ჩაშლით და ახალ წელს წაგვართმევთ, ძალიან ცდებით. ასე რომ, თქვენ დღეს მე ყურადღებას არ მოგაქცევთ. თქვენ თქვენი ფული ამაში აღებული გაქვთ, შეგერგოთ!“.