new_year

იცოდით რომ ამ ფილმში 23 წლის თემურ წიკლაური თამაშობს

5

თემურ წიკლაური 79 წლის გახდებოდა. ქართველებისთვის ძვირფასი არტისტი, ოთხი წლის წინ, კოვიდის მიერ გამოწვეულმა გართულებებმა იმსხვერპლა.

ქეთევან წიკლაური ფეისბუქზე წერს, რომ მის იუთუბ არხზე ატვირთა ფილმი, რომელშიც ახალგაზრდა თემური თამაშობს. ბევრმა არც კი იცით, რომ ეს გუგული მგელაძის 1969 წლის ფილმია – “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, სადაც მომღერალი ნოდარის – ბელაფონტეს როლს ასრულებს. 

ფილმის გადაღებები უმეტესად სოხუმში მიმდინარეობდა, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე. სცენარის ავტორი ცნობილი კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტია. თემურ წიკლაური პარტნიორობას უწევს – დოდო აბაშიძეს (ალექსანდრე), ასევე გრიგოლ წიტაიშვილს (გერასიმე), თამაზ თოლორაიას (ბიძინა). ფილმში მონაწილეობენ მსახიობები – რუსუდან კიკნაძე (ტატა), ლეილა ყიფიანი (მარინე), ლალი მესხი (ლია), ნანული პირველი (გალინა).

გუგული მგელაძე: ნო­და­რის (ბე­ლა­ფონ­ტე) როლ­ზე სხვა მსა­ხი­ო­ბი მყავ­და შერ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ თე­მუ­რი რომ გავ­სინ­ჯე, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, ახალ­ბე­და და ნი­ჭი­ე­რი იყო. სინ­ჯებ­ზეც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ითა­მა­შა…

ფილ­მს როცა ვი­ღებ­დი, ან­სამ­ბლ „ცი­ცი­ნა­თე­ლა­ში“ მღე­რო­და. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­და­ღე­ბებ­ზე არ უშ­ვებ­და, რად­გან მის გა­რე­შე იქ ვე­რა­ფერს აკე­თებ­დნენ. ან­სამ­ბლი თით­ქმის ერთი წელი უმოქ­მე­დოდ იყო. ამის გამო „ცი­ცი­ნა­თე­ლას“ ხელ­მძღვა­ნე­ლი ჩემ­ზე გულ­ნატ­კე­ნი გახ­ლდათ. ერთხელ მი­თხრა, – მა­ნა­ხეთ ეგ ფილ­მი, ღირ­და კი, ერთი წელი რომ გაგ­ვა­ჩე­რე­თო? რომ ნახა, თქვა – ღირ­დაო,“ – ამ­ბობ­და რე­ჟი­სო­რი, რო­დე­საც მას ამ თე­მა­ზე ეკი­თხე­ბოდ­ნენ.