ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
”თეატრი რეგიონებში უნდა მართავდეს სპექტაკლებს!
თეატრი უნდა იყოს ხალხისთვის და არა ვიღაცის ჯიბისთვის!
ეს აქსიომაა!
ისე, აქამდე რატომ არ ჩადიოდნენ რაიონებში თუ შეეძლოთ?! მაინც და მაინც პოლიტიკაში უნდა შესულიყვნენ ჩიხში და საპროტესტო ტალღაზე, საკუთარი ინტერესების გადასარჩენად გახსენებოდათ ხალხი?!… ის ხალხი, რომელიც ვერასოდეს შეძლებდა 70-200 ლარიან ბილეთებს + გზის ფულის გადახდას, რომ სულიერი საზრდო მიეღო სახელმწიფოსგან მილიონიანი დაფინანსების მქონე თეატრისგან!
საქართველოს თეატრალური რესპუბლიკა! და ამ რესპუბლიკის მანიფესტი!😢
სასაცილოა… სატირელიც..
ისე, თუ გახსოვთ, ყველა, ვინც პოლიტიკის კულისებში დაფინანსდა და გაბითურდა, ეგრევე რეგიონებში გასვლა მოიშველია..🤣🤣🤣
გუბაზიც ხომ გახსოვთ, სტადიონის აქციაზე… რეგიონებში გავდივარო… ტალღა იქედან უნდა ავაგოროო…
მერე, ტალღა კი არა და, წკუმიც რომ არ ისმოდა გუბოზასი, ხალხი დასცინოდა – გუბაზა რიკოთის გვირაბში გაეჩხირაო!🤣🤣🤣
ასე რომ, ყველაფერი ახალი- კარგად დავიწყებული ძველია! ეს პოლიტიკური კუთხით.
რაც შეეხება თეატრს! წარმატებებს ვუსურვებ და იმედს ვიტოვებ, რომ შაპიტოს არ დაემსგავსებიან! პატივისცემას გამოიჩენთ თეატრალური ხელოვნების იმ თაყვანისმცემლების მიმართ, რომლებიც რაიონებში ცხოვრობენ და ნაზიარები არიან ნაღდ, მაღალი სტანდარტის, პროფესიონალურ ხელოვნებას!
ქუთაისის, სენაკის, თელავის, ბათუმის და სხვა ქალაქების თეატრების ისტორიის გაითვალისწინებით, მეტ პასუხისმგებლიბას გამოიჩენენ!
რეგიონში სტუმრობაო, არ გეგონოთ ხუმრობაო!
ქართული სული და კულტურა იქაა შენახული… როგორც ხელთუქმნელი ეროვნული საგანძური!
ეს საქართველოა!”