ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი რამდენიმე დღის წინ დედა გახდა. მარიამ მათიაშვილს და დათო თოფურიას გოგონა შეეძინათ, რომელსაც ლეა დაარქვეს.
მარიამი „ინსტაგრამზე“ უსაყვარლესი ლეას ფოტოს გვიზიარებს და წერს, რომ „ეს არის ის, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა“.