”როგორც მოსალოდნელი იყო, TV პირველი ამჯერადაც იტყუებოდა“

35

დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

”როგორც მოსალოდნელი იყო, TV პირველი ამჯერადაც იტყუებოდა, რომ ამბობდა ცესკოს თავმჯდომარემ ჟურნალისტები არ შეუშვა რადგან იქ ცესკოს მდივანი იმყოფებოდაო – “მტკიცებულებად” გამოქვეყნებულ კადრში სრულიად სხვა პიროვნებაა.
მაგრამ ნოდარ მელაძემ უბრალოდ დიდსულოვნად დაინდო ცესკო და არ გაამჟღავნა რაც მისმა ჟურნალისტებმა რეალურად იხილეს ცესკოში – როგორ აწყობდა გიორგი კალანდარიშვილი კაბინეტში ატომურ ბომბს ტერაქტის მოსაწყობად და როდესაც ჟურნალისტები დაინახა, მაგიდას გადაეფარა და ჟურნალისტები გაყარა.
მადლობა ნოდარ. ადამიანური კეთილშობილების ამ ქრესტომათიული მაგალითისთვის, რომელზეც თაობები გაიზრდებიან.”