“წამოვიყოლეთ უამრავი ლამაზი მოგონება და შთაბეჭდილება”

87

დათო ლიკლიკაძე შემდეგი  სახის პოსტს ავრცელებს.

“დავბრუნდით საქართველოში და თან წამოვიყოლეთ უამრავი ლამაზი მოგონება და შთაბეჭდილება. ათენი გარდა იმისა რომ ცივილიზაციის აკვანია და ყველამ უნდა ნახოს, ამასთან არის ჩვენი ძვირფასი ემიგრანტების ერთერთი მსხვილი თავშესაფარი. საბერძნეთი, სადაც წლობით არიან ჩვენი თანამემამულეები და თავის დროზე (და ეხლაც) ოჯახები გადაარჩინეს. ბევრს შრომობენ, ბევრი გადაიტანეს მაგრამ არ გატყდნენ, არ დაეცნენ.

ქედს ვიხრი ყველა ემიგრანტის წინაშე, განსაკუთრებით ქალების წინაშე, რომლებიც არიან გმირები.
მადლობა ყველას იმ სითბოსთვის, რომელსაც იჩენთ ყველასთვის.
მადლობა თქვენ ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, რა დროსაც ადამიანობის უამრავი მაგალითი გვიჩვენეთ“, –  წერს დათო ლიკლიკაძე.