მომღერალმა პაატა თედიაშვილმა ჟურნალ “თბილისელებში” მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა.
– დედა ექიმი ლაბორანტი იყო, თუმცა 90-იანი წლები დადგა, თვეობით ელოდა ხელფასს და ძალიან გაგვიჭირდა. დედამ სამსახურს თავი დაანება და სახლიდან ლიმონათს და მზესუმზირას ვყიდიდით. შემდეგ ყველს ვყიდულობდი და ვყიდდი თბილისის ბაზარში. მაგრამ თურმე წონაში გვატყუებდნენ. ნახევარი წათხი რჩებოდა და ვალებში გადავვარდით. იმდენად მძიმე პერიოდი გვქონდა ხაშურში ტყეში მაყვალს ვკრეფდი და ვყიდდით.