ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ძვირფასო მეგობრებო,
ვიცი რომ ბევრს გაგიხარდებათ და ამიტომ გიზიარებთ ამ ამბავს. დღეს ჩემმა შვილმა – ირაკლი შიოლაშვილმა ამერიკული პასპორტი აიღო. ის უკვე ამერიკის მოქალაქეა და ყველა გზა ხსნილია მისთვის. ახლა ის თავად გადაწყვეტს სად, როგორ და როდის იცხოვროს. თუ უნდა ნიუ-იორკში იქნება, თუ უნდა ავაჭალაში ან შუა აზიაში. აწი მე მის საბუთებზე სანერვიულო აღარ მაქვს. ჩემმა დიადმა ალექსანდრემ ირაკლიც იხსნა ტრამპის კლანჭებიდან, ისე როგორც მე 2017 წელს.
რომ მეკითხებით რა გიყვარს მაგ კაცშიო, სწორედ ეს, ერთგულება, გვერდში დგომა და ჩემდამი სიყვარული. მისი დამსახურებაა რომ დღეს ირაკლი ამერიკის მოქალაქეა.
ვულოცავ ჩემს შვილს და აწი თვითონ იცის, სად ჯობია და თან როგორ ჯობია.
მე და ალე-ბალე მხოლოდ სიყვარულსა და ფუფუნებას ვთავაზობთ.
გილოცავ იკა. აწი უფრო მოთხოვნადი გახდები, ( კალათბურთს ვგულისხმობ) შენ უკვე ამერიკის მოქალაქე ხარ. 🇺🇸
მიყვარხარ.
❤️ ❤️ ❤️
@highlight”