ბიანკა ცენსორი გრემის წითელ ხალიჩაზე სრულად გაშიშვლდა (ვიდეო)

89

გრემის წითელ ხალიჩაზე კანიე უესტი და ბიანკა ცენსორი ვიხილეთ. ეს წითელ ხალიჩაზე წყვილის პირველი საერთო გამოჩენა იყო. 

როგორც ყოველთვის, ტრადიციას მათ არც ამჯერად უღალატეს და ჩაცმულობით საზოგადოების ყურადღება მიიპყრეს.

კანიე და ბიანკა ორივე შავი ფერის სამოსით მივიდნენ წითელ ხალიჩაზე, თუმცა, მოგვიანებით, ბიანკამ შავი ფერის მოსასხამი გაიხადა – მას შიგნით სრულიად გამჭვირვალე კაბა ეცვა. გავრცელდა არაერთი ინფორმაცია – ამბობდნენ, რომ ამის გამო ბიანკა და კანიე გააძევეს გრემის დაჯილდოების ცერემონიიდან. თუმცა, პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კანიე უბრალოდ წითელ ხალიჩაზე მოწვეული სტუმარი იყო და მისი დასრულებისთანავე წავიდა.