“დედა ამქვეყნიდან ძალიან ახალგაზრდა წავიდა“

84

მომღერალი ანი კეკუა, რომელიც ამჟამად პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობს, დიდ დარდს ატარებს გულით. მან რამდენიმე წლის წინ დედა დაკარგა, რომელიც ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამქვეყნიდან.

დედაჩემი იყო ის ადამიანი, ვინც ცხოვრებაში ყოველთვის მოტივაციას მაძლევდა. ყველა პროექტში, სადაც მონაწილეობა მიმიღია, მისი და მამას სურვილიც იყო. ყველაფერში ხელს მიწყობდა. ბავშვობიდან მოყოლებული ბევრ წრეზე დავყავდი. სამწუხაროდ, ის რამდენიმე წელია, ცოცხალი აღარ არის. ამქვეყნიდან ძალიან ახალგაზრდა წავიდა. ჩემთვის მისი გარდაცვალება სტრესულ პერიოდს უკავშირდება. 3 წელიწად-ნახევარი ვერაგ დაავადებას ებრძოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემს თავთან ძალიან ბევრი ბრძოლა მქონდა.

ამ პროცესს მე და მამა ვმართავდით. ჩემს თავზე ბევრი რამ ავიღე. ეს იმხელა პასუხისმგებლობა იყო, რომ მერე დანაკლისის განცდა დამრჩა. ეს პერიოდი მძიმედ გადავიტანე. მას ცეკვა ძალიან უყვარდა. აჭარულს განსაკუთრებულად კარგად ცეკვავდა და უხდებოდა კიდევაც. ყოველთვის ჩემზე ბევრად კარგ ფორმაში იყო. ვიცი, რომ ძალიან გაუხარდებოდა, რომ მე ამ პროექტში ვიღებ მონაწილეობას, – მოყვა ანა კეკუა გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“.