“აორტა გასკდა და სისხლი ვეღარ შეუჩერეს”

98

29 იანვარს პოპულარული იუმორისტი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა. ის ცისფერ ეკრანებზე გასული საუკუნის მიწურულს „პასეანსში“ გამოჩნდა.

მისი და ცუცა კაპანაძის წყვილი მაყურებელს ახლაც ახსოვს. ისინი ეკრანს მიღმაც მეგობრები იყვნენ.

ცუცა კაპანაძე „სარკესთან“ იხსენებს:

48 წელია ერთმანეთს ვიცნობთ. ერთად ვიყავით თეატრში, პასეანსში“, იუმორინაში. თავს ვერ ვპატიობ რომ ვერ ვნახე ბოლოს. როგორც მითხრეს ოპერაციის დროს თრომბი განუვითარდა. აორტა გასკდა და სისხლი ვეღარ შეუჩერეს. პარალელურად სისხლს უსხამდნენ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.

– არ ავადმყოფობდა?

– ცოტ-ცოტას, მაგრამ რომ გითხრათ ცუდად იყო ბოლო დროს-მეთქი მოგატყუებთ. რამდენიმე წლის წინ სტენტი ჩაუდგეს, მაგრამ ჩვეულებრივად ცხოვრობდა, თამადობასაც აგრძელებდა. დევივით კაცს იმხელა გული ჰქონდა… როგორ ვერ გაუძლო?!