“ჩვენს ოჯახს პატარა ანგელოზი შემოემატა” – ნატო გელაშვილი სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს

143

ნატო გელაშვილი სულ ცოტა ხნის წინ ბებია გახდა – გიორგი ჭოხონელიძეს პირველი შვილი, ლუკა შეეძინა. მომღერალი შვილიშვილის ფოტოებს ხშირად აზიარებს სოციალურ ქსელში. ახლა კი მეგობრებსა და გულშემატკივრებს სასიხარულო სიახლეს უზიარებს და წერს, რომ მათ ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა – გიორგი და ანეტა გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც ნინა დაარქვეს.