“მომწერა, დე თავისუფლად მინდა ვიყო, შენთან თავისუფლად ვარ აქ ვერ ვარ თავისუფლადო” – რას ჰყვებიან დაკარგული მოზარდის მშობლები
თითქმის ერთი თვეა ბათუმში დაკარგულ 14 წლის მოზარდს, ალექსანდრე მიქელაძეს უშედეგოდ ეძებენ. იგი 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს. ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს, თურმე კამერებში ჩანს, სანაპიროსკენ მიმავალი ბიჭიც და მას შემდეგ კვალი ქრება.
მშოვლები უბედურ შემთხვევას და ამბის ცუდ დასასრულს გამორიცხავენ, ვარაუდობენ, რომ ალექსანდრეს სესაძლოა ჰყავდეს ხელძემწყობი, ვინც დამალვაში ეხმარება.
“მე რაც ვნახე ბოლო კადრი ის არის, რომ ბულვარში ხიდთან საფეხმავლო ბილიკს გადადის. ამ ხიდთან მისულს, აქვს პოსტი დადებული… ძველი ბულვარის ბოლოს არის ხიდი, რომელიც შედის ზღვაში, მაგრამ ხიდზე, არ არის ზევიდან გადასული. იმიტომ ვვარაუდობ, რომ ვიღაც ხელშემწყობი შეიძლება ჰყავდეს, ვინც ხელს უწყობს დამალვაში. უბედურ ამბავს გამოვრიცხავთ, რადგან მისი ქურთუკი იყო დაკეცილი, ტელეფონი ავია რეჟიმზე იყო დაყენებული. არ არსებობს, რომ ადამიანი ცუდზე ფიქრობდეს და ასეთი რამ გააკეთოს” – თქვეს ნათია დიაკვნიშვილმა და ნუგზარ მიქელაძემ “ნანუკას შოუში”.
დაკარგული მოზარდის დედამ შვილთან ბოლო საუბარიც გაიხსენა:
“მითხრა რომ – დე, ფული არ მჭირდება მე. წინა ღამეს გვიან დამირეკა, საუბრისას მითხრა, მოგწერ რაღაცასო. ხმამაღლა არ უნდოდა, ალბათ რომ ეთქვა და მომწერა, რომ – დე, თავისუფლად მინდა ვიყო, შენთან თავისუფლად ვარ, აქ ვერ ვარ თავისუფლად“, – ამბობს ნათია დიაკვნიშვილი, ალექსანდრეს დედა.