ჯასტინ ბიბერი ქუჩებში აბაზანის ხალათში გამოწყობილი გამოჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ხალათს მომღერალმა ამავე ფერის ქუდი და ყავისფერი ბეწვის ფეხსაცმელი შეუხამა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბიბერმა ბოლო 1 თვის განმავლობაში წონაში საგრძნობლად დაიკლო.
გულშემატკივრები მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო დამწუხრებულები არიან. საზოგადოების ნაწილის აზრით, ჯასტინის ეს მდგომარეობა, შესაძლოა, მეუღლესთან, ჰეილი ბიბერთან უთანხმოებას უკავშირდება.