“კაცები ყოველთვის ისეთ გოგონებს აფასებენ, რომლებსაც ცხვირი აქვთ აწეული“

120

მომღერალმა ანი კეკუამ ისაუბრა თუ რას აფასებს ურთიერთობებში ქალსა და მამაკაცს შორის:

როცა შეყვარებული ვარ, მთლიანად ჩაფლული ვარ ამ ურთიერთობაში, მთლიანად ვიხარჯები, მაგრამ მამაკაცები ყოველთვის ისეთ გოგონებს აფასებენ, რომლებსაც ცხვირი აქვთ აწეული და რაც არ არიან, ცხრაჯერ მეტს აჩვენებენ.

მაქსიმალისტი ვარ. როგორც მე ვექცევი ადამიანს, მინდა, ისიც ისე მომექცეს, მაგრამ ასე არ ხდება.

ჩემთვის სიყვარულის ხარისხი ცოტა სხვამხრივია. დღეს სიყვარული ეს არის, მჭირდები-გჭირდები. ეს ანგარება უფროა, ვიდრე სიყვარული. აქ სიყვარულზე საუბარი არ შეიძლება, გჭირდები რაღაც ეტაპამდე და მერე მორჩა, დამთავრდა.

როცა ნამდვილი სიყვარულია, ის არ დაიკარგება. ნათქვამია, ნამდვილი სიყვარული ქარცეცხლივით გამოივლისო. მჯერა იმის, რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს დაიკარგება“, – განაცხადა “სარკესთან” ინტერვიუში მომღერალმა.