“ტრაგედიაა ადამიანებს დააბრალო 2 მცირეწლოვანი ბავშვის სიკვდილი”

713

ჟურნალისტი თამარ ჯანელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

”ტრაგედია! ამ შემთხვევაში “ვიზიარებ”, “მონაწილე ვარ” და მსგავსი სიტყვები ზედმეტია!
ასევე ტრაგედიაა და არაადამიანობაა ამ თემით პოლიტიკური ქულების დაწერა!
ასევე ტრაგედიაა ადამიანებს დააბრალო 2 მცირეწლოვანი ბავშვის სიკვდილი!
ასევე ტრაგედიაა ახლა კლავიატურების ლომები რომ ზიხართ და სტატუსიდან სტატუსზე დარბიხართ და წყევლით მთავრობას რომელმაც ეს საოცარი პროექტი დაიწყო! დაიწყო ზუსტად იმიტომ, რომ ის საცხოვრებელი პირობები რაც იქ არის აღარ იყოს და იქ ჩასახლებულმა ოჯახებმა ნორმალურ პირობებში იცხოვრონ! ეს საშინელი ამბავი არ მომხდარა არსებული პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში! ეს გადასარევად გეცოდინებათ! ისევე როგორც რამდენიმე უბედური შემთხვევა, რომლის ფონზეც პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობდით! ადამიანობა შეინარჩუნეთ! ნუ თუ დაგრჩათ რამე მსგავსი!”