“ვუსამძიმრებ შენს გამზრდელ ბებოს, რომელიც საქართველოში დაგხვდება, მოგეფერება მონატრებულს”

162

საფრანგეთში, 27 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

სიკეთე და სიყვარული გოგო, ვიკა გაგვიფრინდა მოულოდნელად იმიერში… ვუსამძიმრებ შენს გამზრდელ ბებოს, რომელიც საქართველოში დაგხვდება, მოგეფერება მონატრებულს. ვუსამძიმრებ ყველას, ვისაც სიცოცხლეში უყვარდი და გული ატკინე შენი მოულოდნელი წასვლით. უფალს ებარებოდე…

უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 27 წლისას მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა“, – წერს შოთო სიხარულიძე.