რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ზურაბ ბერიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ემოციურ მიმართვას აქვეყნებს:
„ჩემო ზურიკელა! დასრულდა შენი პირველი დაბადების დღე უშენოდ, თუმცა ყველაზე მეტად შენთან ერთად ვიყავით ყველა შენს სათაყვანებელ მარჯანიშვილის თეატრში. იმედია მოგწვდა იქ ზეცაში ფინალში, შენს საყვარელ „პაკლონზე“ 4-წუთიანი ოვაციით კინაღამ რომ შეზანზარდა დარბაზი. ეს 4 წუთი – სცენური 4 წუთია
და ვინც ამ პროფესიაში ღრმად არის ჩახედული ძალიან დიდი დროა. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში ყველას გვჯეროდა, რომ რაც იქ ხდებოდა ყველაფერი მოგწვდა იქ, სადაც ხარ. ასეთი საღამოები შეიძლება აღარ იყოს, თუმცა შენ სულ იქნები, რადგან შენი დავიწყება შეუძლებელია!!!“, – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.