“მე ხომ ვხედავ როგორ იწვები, როგორ იბრძვი შიშველი ხელებით”

135

შალვა ნათელაშვილს ცოლმა დაბადების დღე ემოციურად მიულოცა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

სხვა მრავალი გაგვითენდეს! ახდენილი მიზნების, სურვილების წელი იყოს, ძვირფასო! როგორ მინდა ისე დაიხარჯო, რომ შენს სახეზე ბედნიერება ამოვიკითხო. მე ხომ ვხედავ როგორ იწვები, როგორ იბრძვი შიშველი ხელებით… დამნახავს არ ეძებ, ხელის ჩაქნევა არ გჩვევია, ეს შენი ცხოვრების კრედოა. 

ბევრი რამის თქმა მინდა, რისი გადატანა გვიწევდა და გვიწევს,მაგრამ რაც არ უნდა დავწერო, მგონია, რომ ყველაფერი მაინც ხელოვნური გამოჩნდება… ერთის გარდა, რომ ძალიან მინდა დიდხანს გვყავდე. გთხოვ, გაუძელი ამ ოხერტიალ პოლიტიკას. შენ ხომ ფშაველი ხარ და ზუსტად ვიცი, რომ ახალი არაფერი ხდება ისეთი, რაც არ გამოგიცდია, არ გადაგიტანია და ფეხზე არ წამომდგარხარ….
უფალი მართალი ადამიანების გვერდითაა.
უფალი უანგარო ადამიანების გვერდითაა.
გილოცავ დაბადების დღეს! მრავალჟამიერ შენი სიცოცხლე!

P.S. დაკომ დაბ დღის სიმღერა დამიწუნა 😄
და ფონად სხვა დაადო
”მომავალი წლისთვის გავივარჯიშებ ხმას 😄“.