“გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული მისი აქ ყოფნა“ – ზურაბ გურიელიძე ცნობილ ბოკვერის ჯანმრთელობაზე (ვიდეო)

80

26 დეკემბერს სპორტსმენმა ლაშა ბექაურმა თბილისის ზოოპარკს პატარა ბოკვერი აჩუქა და იგი უკვე საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

როგორია ბოკვერი შანის ცხოვრება ზოოპარკში – ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე საუბრობს.

„შანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მას ხშირად ვუკეთებთ ანალიზებს და ყველაფერი წესრიგში აქვს, ნორმალურად ვითარდება და იზრდება. 

წონითაც მოიმატა და ზომაშიც, ხასიათიც უყალიბდება ისეთი როგორიც უნდა ჰქონდეს. 

არ არის სასურველი ლომი ცხოვრობდეს ადამიანთან ერთად და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს მშენებლობა, ისეთ ვოლიერის, რომ როცა იგი გაიზრდება მაშინაც ვერ შეძლოს გამოსვლა.

ახლა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული მისი აქ ყოფნა, თუმცა მას ახლა არ შეუძლია ჯერ ადამიანი სერიოზულად დაასახიჩროს, მაგრამ საკმაოდ მტკივნეულად შეუძლია გარკვეული ჭრილობები მიაყენოს“, – ამბობს ზურაბ გურიელიძე.